საქართველო მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის რეიტინგში
10-9-2018

  მსოფლიო ტურუსტული ორგანიზაციის (UNWTO) გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო ტურიზმის ზრდა, სხვა ეკონომიკური მიმართულებებისგან განსხვავებით, შენელების მაგივრად მნიშვნელოვან წინსვლას განიცდის. 2017 წლის განმავლობაში, ექსპერტების გათვლით ზრდამ წინა წელთან შედარებით 6.8% შეადგინა.

  ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული საფრანგეთია ( 86.7 მლ. მნახველი), მეორე ადგილზე ესპანეთია (81.8 მლნ.), მესამეზე აშშ (75.9 მლნ.), მეოთხეზე და მეხუთეზე შესაბამისად ჩინეთი (60.7 მლნ.) და იტალია (58.3 მლნ.).

  ექსპერტებმა ასევე შეადგინეს ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებების რეიტინგი, რომელსაც სათავეში უდგას ეგვიპტე (55.1 %-იანი ზრდა), მეორე ადგილზეა ტოგო (46.7%), მესამეზე სან-მარინო (31.1%), მეოთხეზე ვიეტნამი (31.1%) და მეხუთეზე საქართველო (27.9%).

  ჩვენის მხრივ აღსანიშნავია, რომ ტურიზმის განვითარების და პოპულარიზაციის მხრივ ქვეყანაში ბევრი კეთდება, მითუმეტეს რომ ამ კუთხით საქართველოს პოტენციალი სრულად ჯერ კიდევ არ არის წარმოჩენილი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მცხეთასთან დაკავშირებით, სადაც რომ არა მორატორიუმი, უამრავი სასიკეთო ძვრებია ქალაქისა და ტურიზმის განვითარების კუთხით დაგეგმილი.

   მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ოპტიმისტური ანგარიშმა არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება. საჭიროა მეტი ინოვაციური მიდგომა, რათა შევინარჩუნოთ ზრდის მაღალი ტემპი და საბოლოო ჯამში ვიზიტორთათვის მოთხოვნად ქვეყნების წინა რიგებში აღმოვჩნდეთ.

 

 

 

 

დათვალიერება: 374
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group