მეგობრობის ახალი ხიდი
16-8-2018

 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობა, მუნიციპალიტეტის მერი - ბატონი გიორგი კაპანაძე, მოადგილე ქალბატონი მარინა ზურაბიშვილი და ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი რევაზ მამულაშვილი ვიმყოფებით ბულქარეთის რესპუბლიკის ქალაქ ნესებირში.

  ნესებირი - როგორც დამსვენებლები უწოდებენ შავი ზღვის მარგალიტი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილია 1983 წლიდან. ძველ ქალაქში დღის განმავლობაში ვიზოტართა რაოდენობა ნახევარკუნზულის მასტაბებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას გადაჯერებულია. ამას თავისი ლოგიკური ახსნა გააჩნია, ,,მზიური სანაპირო“ თავისი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ხომ ქალაქის ორგანულ გაგრძელებას წარმოადგენს...

 

dd21572c421204fb3085e2d82c0ea797

ძველ ნესებირის კომერციულ ნაწულში

 

 ჩვენი ვიზიტიც, რომლის განხორციელებაშიც აქტიური მონაწილეობა ბუგარეთის საელჩომ და კერძოდ ქალბატონმა დესისლავა ივანოვამ მიიღო, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის და ტურიზმის განვითარების  კუთხით გამოცდილების გაზიარებისათვის  ერთებლოვ შეხვედრაზე სწორედ ქალაქი ნესებირი შეირჩა.

 ბულგარეთიდან პასუხმაც არ დააყოვნა და ქალაქის მერმა, ბატონმა ნიკოლაი დიმიტროვმა სამუშაო ვიზიტით მიგვიწვია. ჩვენდა სასიხარულოდ ვიზიტი ქალაქის დღესასწაულიც დაემთხვა, რამაც საშუალება მოგვცა დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალურად გავცნობოდით ქალაქის ცხოვრებას.

 

74962e1011952b252ba0e8b9a17faafe

ალმის ამართვის ცერემონიალზე

 

 ბულაგრეთისა და საქართველოს ბევრი ჭირნახულის მომცველ მსგავს ისტორიის ასპექტებს რომ აღარ შევეხოთ, მასპინძლებიც ,,ქართული სტუმართმოყვარეობით" დაგვხვდნენ.

 განსაკუთრებული იყო დღეს ნესებირის ადგილობრივი მუზეუმის ნახვა, რომელმაც შეიძლება ითქვას მოლოდინს გადარჭაბა. კომპაქტურ სივრცესი განთავსებული ექსპონატები გამოირჩევა ვიზულაური აღქმის იდეალური  გარემოთი და რათქმუნდა ისტორიული სიმდიდრეთი. ქალაქური ცხოვრების 3000 წლოვანი ისტორია სხვადასხვა პერიოდების მიხედვით იზოლირებულ დარბაზებშია განთავსებული.

 

 IMG_8487

ანტიკური ექსპონატების დარბაზი

 

IMG_8513

ბიზანტიური ხატწერის შედევრები განთავსებული ცალკე დარბაზში

 

 ისტორიული ექსკურსიის გაგრძელებით ძველ ნესებირში გადავინაცვლეთ. დასახლება განლაგებულია ნახევარკუნძულზე, რომელსაც გარშემო თავის მხრივ ულამაზესი ყურის სანაპიროები არტყია. თვითმყოფადი ბულგარული არქიტექტურული სტილის ბიზანტიის იმპერიის დროინდელ მართლმადიდებლურ ტაძრებს გარს ეკვრის ქვისა და ხის მასალით ორგანულად შერწყმული ურბანული ქსოვილი.

 

IMG_8540

ძველი ნესებირის ცენტრი - მაცხოვრის სახელობის ტაძართან

 

 უშუალოდ ზღვის სანაპირო ზოლზე, ძველ ამფითეატრს გადაჰყურებს მუნიციპალიტეტის შენობა, რომელსაც თავის მხრივ  ორსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. სწორედ აქ გაფორმდა ნესებირისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერებს შორის  მეგობრობის მემორანდუმი.

 

IMG_8576

ერთობლივ თათბირზე განიხილება თანამშრომლობის პრიორიტეტები

 

IMG_8583

ისტორიული წამი - დამეგობრებული მუნიციპალიტეტის მერები ცვლიან მეგობრობის მემურანდუმს

 

 

IMG_8601

დამეგობრების აღსანიშნავად ნესებირის მერს გადაეცა ივერიის ღვთიშობლის ხატი

 

IMG_8614

 კოლოგები ცვლიან საჩუქრებს

 

IMG_8624

 

ერთობლივი სურათი ნესებირის მერიის წარმომადგენლობითი ღონისძიებების დარბაზში

  

 საზეიმო განწყობილების ფონზე, მერების მიერ ხაზი გაესვა ხაზი იმ უამრავ საერთოს ჩვენს ისტორიის, კულტურისა თუ საყოფაცხოვრებო სფეროებში, რაც თავისმხრივ ორგანულად აახლოებს ბულგარეთისა და საქართველოს მოსახლეობას.

 უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების კუთხით ნესებირის მერის ბატონ ნიკოლაი დემეტროვის გამოცდილების გაზიარება, რაც ამ ნაწილშიც სრულად დაემთხვა მცხეთის მერის ბატონი გიორგი კაპანაძის ხედვებს. ბულგარელი მეგობრების მიერ გავლილი გზა მოიცავს იმ სირთულეებსაც, რაც ქალაქ მცხეთის რეალობაში დღესდღეობით არსებობს.

 მასპინძლების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბატონი გიორგის პრეზენტაციამ, რომელიც როგორც ქალაქ მცხეთის, ისე მთლიანად მუნიციპალიტეტის განვითარებას შეეხებოდა.

 ბატონმა ნიკოლაიმ 11 წლის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად შეძლო იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ისტორიული ქალაქისათვის ახალი სული შთაებერა. მოსახლეობის სრული მხარდაჭერის ფონზე შესაძლებელი გახდა სტიქიური გარე ვაჭრობის მოწესრიგება, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება, ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია, რაც თავისთავად დასახლების ვიზუალურ მხარეზეც აისახა. საბოლოო ჯამში მოსახლეობამ და მუნიციპალიტეტმა არნახული ეკონომიკური ეფექტი მიიღო.

 ძველი ქალაქის რეაბილიტაციის ფონზე, ახალ ნესებირში შესაშური განვითარების ტემბებით გაშენდა მთლიანი დასახლებები, ისე რომ სანაპირო ზოლი ფაქტობრივად განაშენიანების და ინფრასტრუქტურული მოწესრიგების გარეშე არ დარჩენილა.

 ტურიზმზიდან მიღებული სარგებლის დიდი ნაწილი, ქალაქის მერის მიერ შემუშავებული პოლიტიკის წყალობით, ისევ კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობას ხმარდება, რაც თავის მხრივ, გარე ინვესტიციების შემოდინების მზარდი ტენდეციის საწინდარია.

 ძალზე ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანი შეხვედრების შემდეგ მასპინძელმა მხარემ დიდი სიურპრიზი მოგვიწყო სარამოს გალა-კონცერტის სახით.

 ბულგარული ფოლკორული ანსამბლებისა და თანამედროვე მუსიკალური შემშრულებლების კონცერტის მიმდინარეობის ფონზე, სხვადასხვა ანიმაციური და საცირკო ნომრების შესრულდა. დაუვიწყარი იყო ქალაქის ძველი ციხესიმაგრის კედლებზე გაშვებული  მუსიკალური ლაზერ-შოუ, რაც წარმოუდგენელი მაშტაბებისა და სილამაზის ,,ზღვიდან ამოსროლილი“ ფეივერკით დასრულდა.

 

IMG_8676

სადღესასწაულო სანახაობა ძველი ციხესიმაგრის კარიბჭეში 

 

 ჩვენი დელეგაცია დაუვიწყარი შთაბეჭდილებით შეუერთდა ნახევარმილიონიანი დამსვენებლეთა არმიას, რომელიც ძველ ნესებირიდან  თუ ,,მზიური სანაპიროს“ ნაპირებიდან ადევნებდა შოუს თვალყურს.

 ასე რომ გუშინდელი დღის შემდეგ, დადებითი ემოციებით სავსეები ველოდებით დღევანდელი სამუშაო პროგრამის დაწყებას...

დათვალიერება: 2959
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group