მცხეთის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია
02-8-2018

  1 აგვისტოს გაზეთ კვირის პალიტრის ინტერნეტგვერდზე kvirispalitra.ge-ზე გამოქვეყნდა ჟურნალისტების ეკა გადახაბაძის და რუსუდა კილასონიას სტატია ,,ტურისტების რეკორდული რაოდენობა - რომელ ქალაქებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად და როგორია მოგზაურთა მიზნებ"?! 

 სტატია ეყრდნობა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ ინფორაციას და მასში თვალსაჩინოთაა  წარმოდგენილი ყველაზე ხშირად მონახულებული ტურისტული ადგილების გრაფიკული მონაცემები.

   წინა წელთან შედარებით თითქმის  15%-იანი ზრდის ფონზე, მცხეთაში ჩამოდის თბილისში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების 10%. 

   ამ მწირ მონაცემს თავისი ობიექტური ახსნა გააჩნია.

  1. იმის გამო რომ მცხეთის სატრანპორტო სისტემა არ არის ინტეგრირებული ქალაქ თბილისის ძველ, ტურისტულ უბნებთან, იგი მიუწვდომელია საშუალობიუჯეტიანი ტურისტისათვის. ვიზიტორთა შემოდინება ხდება მსხვილი ტურისტული კომპანიების მიერ ორგანიზებული ჯგუფებით, ან ინდივიდუალურად ხდება ტაქსის დაქირავება, ძალზე მცირე ნაწილი კი გადაადგილდება დიდუბის მეტროდან მცხეთის სამარშრუტო ტაქსით. გადაადგილების პრობლემიდან გამომდინარე, ვიზიტორების დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელი ხდება მცხეთა ან უკეთეს შემთხვევაში იგი მცირე ხანით ჩერდება მცხეთაში, ზედაპირულად ახდენს მცხეთის მემკვიდრეობის დათვალიერებას და მალევე ბრუნდება დედაქალაქში.

  2. მცხეთაში არსებული მორატორიუმმა რეალურად შეაჩერა ქალაქის განვითარება. ვერ ხერხდება ტურიზმის მზარდი ნაკადის შესატყვისად ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება როგორც სახელმწიფო, ისე კომერციული სტრუქტურებისა თუ ინდივიდუალური მოსახლეთა მიერ. შესაბამისად იკარგება ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობა. კომპანიები ხშირ შემთხვევაში ცდილობენ შემოიფარგლონ მცხეთის მონახულეობით ,,ზემოდან" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიდან - ჯვრის ტაძრიდან. ისევ და ისევ მორატორიუმის გამოისობით აუთვისებელია მცხეთის თეატრონის ტყე-პარკის ტერიტორია, რომელსაც საფესტივალო დატვირთვასთან ერთად მნიშვნელოვანი რეკრეაციული პოტენციალი გააჩნია.

   ეს ძირითადი ორი პრობლემა იწვევს იმას, რომ ვერ ვახდენთ ვიზიტორთათვის ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილის - მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების ჯეროვან წარმოჩენას. ეს  ნაკლებმოტივირებულს ხდის მათ კმაყოფილებმა გაწიონ უფასო რეკლამირება თავის ქვეყანაში ან სულაც კვლავ ეწვიონ საქართველოს და მცხეთას.

   მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ როგორც მოსახლეობა, ისე კომერციული სტრუქტურები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კარგავს მნიშვნელოვან ფინანსურ შემოდინებას.

  ამ მცირე ანალიზიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ პირველ რიგში გადასახედია  მორატორიუმის მოქმედების პარამეტრები. ქალაქს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, უნდა მიეცეს განვითარების საშუალება. რაც შეეხაბა გადაადგილების და გადაზიდვის პრობლემების აღმოფხვრას, აღნიშნულთან დაკავშირებით მუშავდება სტრატეგია, რომელსაც ორგანიზაციის დამფუძნებელს - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას განსახილველად ჩვენგან თვის განმავლობაში წარედგინება.

 

დათვალიერება: 493
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group