ბულგარელი მეგობრები მცხეთაში
01-8-2018
  27 ივლისს მცხეთაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი დესისლავა ივანოვა და ელჩის მოადგილე, ბატონი დანჩო მიტჩევი. ვიზიტი მიზნად ისახავდა სამომავლო თანამშრომლობას ბულგარეთის რესპუბლიკის ნესებირის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტს შორის.
 
IMG_3962
 
 
   აღნიშნული ვიზიტი ჯერ კიდევ ბულგარეთის ევროგაერთიანების თავმჯდომარეობის პერიოდში მცხეთაში ჩატარებული ღონისძიებისას დაიგეგმა, რასაც საფუძვლად ედო ბულგარეთსა და საქართველოს შორის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა, ისტორიული და რელიგიური წარსული, საქართველოსა და ბულგარეთის კულტურული ერთობა, რომელიც საერთო მრწამსს ეფუძნება. ხანგრძლივი მეგობრობის ერთ-ერთი დასტური 1083 წელს ძმები გრიგოლ და აბაზ ბაკურიანების მიერ ბულგარეთში ბაჩკოვის მონასტრის დაფუძნებაა.
   სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, ა(ა)იპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის" დირექტორი რევაზ მამულაშვილი, მოადგილე სანდრო გიუტაშვილი, ისტორიკოსი ბესიკ გარსევანიშვილი.
   ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, ქალბატონი დესისლავას თქმით მოხარული იქნება გაღრმავდეს ურთიერთობები ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ქალაქებისა და ადგილობრივი ინსტიტუტების დონეზე. ასევე აღნიშნა, რომ წარმატებული იქნება სამომავლო თანამშრომლობა ქალაქ ნესებარსა და მცხეთას შორის, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ურთიერთობების განმტკიცებაში.
 
800px-Nesebar-oldtown-imagesfrombulgaria
 
   მხარეებმა ერთმანეთს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, მართვის და ტურიზმის განვითარების განხრით გამოცდილება გაუზიარეს. აღსანიშნავია რომ როგორც მცხეთა ასევე ნესებირი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის.
   მცხეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ნესებირის მერის ბატონ ნიკოლაი დიმიტროვისგან მოწევევა უკვე მიიღო აგვისტოს თვეში ნესებირის დღესასწაულზე დასასწრებად, ასევე ვიზიტის ფარგლებში ორ მხარეს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშროობის მემორანდუმი.
 
IMG_4044
 
 
 
   ბულგარეთის დელგაციამ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს. სამთავროს ტაძარში მართლმამდიდებელი სტუმრებისათვის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა საინტერესო მოსასმენი აღმოჩნდა. არმაზის არქეოლოგიური გათხრების ტერიტორიაზე სტუმრებმა დაათვარიელეს პიტიახშების სასახლის ნაშთები, რომაული აბანო და აკლდამები.
 
IMG_4010
 
   ანტიკური პერიოდის მიმოხილვისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ისტორიის ამ პერიოდშიც ბევრი მსგავსებაა.
   შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვახშამი, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას.
 
 
 
დათვალიერება: 1007
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group