ფოტოარქივი - ბებრისციხე
25-7-2018

        ბებრისციხე (ნაცხერინაციხვარიბელტისციხე) — ადრინდელი შუასაუკუნეების ციხესიმაგრე საქართველოში. მდებარეობს ქალაქ მცხეთაში, ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. მას ძველად მოიხსენიებდნენ ბელტის ციხედ. ის აგებულია ანტიკურ ხანაში. ბებრისციხე-ბელტისციხე მცხეთა ქალაქის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის როლს ასრულებდა. იმ ადგილას, სადაც იგი დგას, ხეობა მეტად ვიწროა, ამიტომ ციხე მშვენივრად რაზავდა ქალაქს ამ მხრიდან. 2006-2008 წლებში ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მრავალრიცხოვანმა და სხვადასხვა პერიოდის მასალამ ცხადყო, რომ IV ს-დან მოყოლებული ვიდრე XVIII ს ჩათვლით ბებრისციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო.

        ქართულ წერილობით წყაროებში ბებრისციხეს პირველად ახსენებს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, რომლის თანახმადაც საქართველოს მეფე დემეტრე I (1125-1156 წწ.) გარდაიცვალა ბელტისციხეში, შემდეგ იგი წაასვენეს და გელათში, მისგანვე კურთხეულ ტაძარში დაკრძალეს. ბებრისციხეზე არსებობს ლეგენდა, რომელიც მოგვითხრობს მის დაარსებას.

        ლეგენდა: ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ორი შვილი ჰყავდა, ლამაზი მაკრინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომებისათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას მათი გადასახადისაგან გათავისუფლება სთხოვა. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო. ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმას ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა. 70 წლის მაკრინე გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს მისულა თეთრწვერა მოხუცი, რომელიც მიცვალებულს ეამბორა შუბლზე და წარმოსთქვა: „დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა“. ამ სიტყვების დასრულებისთანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია, ამიტომ ეწოდება ციხეს „ბებრის ციხე“.

 

 

13

1. ერმაკოვი. მცხეთა ბებრისციხე (ბელტისციხე)

 

1324756709

3. ერმაკოვი. მცხეთა, ბებრისციხის საერთო ხედი (ბელტისციხე)

 

Untitled 1

4. ერმაკოვი. მცხეთა, სამხედროს გზა. გვერდიდან გადაღებული სასაფლაო

და ნაცხერის ციხესიმაგრე 

 

Untitled

5. ერმაკოვი. მცხეთა, სამხედროს გზა. ნაცხერის ციხესიმაგრე

და ჯვრის მონასტერი

 

ელენე ყიფიანი

25.07.2018

დათვალიერება: 950
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group