ფოტოარქივი - პომპეუსის ხიდი
25-7-2018

  პომპეუსის ხიდი, მოგვთახიდი  მდებარეობს ქალაქ მცხეთის შესასვლელში, დღესდღეობით მდინარე მტკვარზე არსებული გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში. ამჟამად იგი დაფარულია მდინარის მიერ. 

  სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც „პომპეუსის ხიდი“, თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა. ამ ხიდს უნდა ემუშავა ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან მაინც, როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. მცხეთა ამ საერთაშორისო სავაჭრო გზების გზაგასაყარზე მდებარეობდა, რაზეც არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური წყაროებიც მოგვითხრობს.

  ძვ.წ. 65 წელს მცხეთა და მტკვარზე გადებული ხიდი გახდა საბრძოლო ასპარეზი ქართლის მეფე არტაგსა და რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს შორის.  ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე პომპეუსი  თავს დაესხა არტაგს არმაზციხესთან. ქართლის მეფემ სამეფო რეზიდენცია უბრძოლველად დატოვა, მცხეთაში გადავიდა და მტკვარზე ხიდი დაწვა. რომაელებმა არმაზციხე აიღეს. არტაგმა  ითხოვა ზავი, ხიდიც აღადგინა და რომაელებისათვის სურსათიც გაიღო. პომპეუსმა ამით ისარგებლა, მტკვარზე გადავიდა და მდინარე არაგვის ხეობას აჰყვა. ქართველები დამარცხდნენ და არტაგი იძულებული იყო ისევ განეახლებინა საზავო მოლაპარაკება.

   ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს ხიდის ყურში  ქართლის მეფე ფარჯამოსს დაუსახლებია საპრსეთიდან ჩამოყვანილი მოგვები. სწორედ მათგან მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება „მოგვთაკარი“, ხოლო ხიდმა — ,,მოგთა ხიდი".

  V საუკუნეში ირანელებთან ბრძოლის დაწყების წინ ხიდი შეუკეთებია და 60 მახარით გაუფართოვებია ვახტანგ გორგასალს.

  ქართლის ცხოვრებაში ნახსენები სიტყვა „დანაფართა“ გულისხმობს არა ძველის დანგრევას და მის ადგილზე ახლის აშენებას, არამედ მანამდე არსებული 20 მეტრი სიგრძის ერთმალიანი ხის ხიდისათვის რეკონსტრუქცია ჩაუტარებიათ, რომელსაც თავიდან ორივე მხარეს ჰქონდა დახშული მისასვლელები, რომლებიც აბრკოლებდნენ ხიდის ქვეშ წყალის მსვლელობას. ვახტანგ გორგასალის დროს ეს მთლიანი მისასვლელები ჩაანაცვლა თაღოვანი სარკმლებით, მარცხენა სანაპიროსთან ხუთი და მარჯვენა სანაპიროსთან სამი. ამრიგად არსებული ოცმეტრიანი ხიდი გაფართოვდა 60 მხარით ანუ 100-120 მეტრით. ამ სახით მოგვთა ხიდმა იარსება 13.5 საუკუნე.

  XVIII საუკუნეში ხიდის მოვლა დაევალათ მცხეთელ აზნაურებს - გედევანიშვილებს, რომლებსაც უფლება მიეცათ შრომის საფასურად აეკრიფათ სახიდე გადასახადი.

  XIX საუკუნეში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად პომპეუსის ხიდის გამოყენება სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და მის ადგილას 1839-1841 წლებში ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი (ინჟ-მშენებელი პოლკოვნიკი ტერმინი), რომლელმაც მხოლოდ 85 წელი იარსება. ამ ხიდს საერთო სიგრძე იგივე ჰქონდა რაც ვახტანგისეულს. ამ უკანასკნელისაგან მხოლოდ დიდი და ფართო აგურის თაღებით განსხვავდებოდა. საერთოდ ეს იყო ქვის პირველი ხიდი რომელიც მეფის რუსეთში აშენდა. ხიდს შაუში კუთხური გარდატეხა ჰქონდა რაც გამოწვეული იყო მალებს შორის მდებარე კლდოვანი კუნძულით. ისევე როგორც ძველმა მშენებლებმა, ასევე ახლაც აღნიშნული კუნძული გამოყენებული იყო როგორც ხიდის შუა საყრდენ-ბურჯად. მოგვთა ხიდის მისასვლელთან ადრე იდგა სადარაჯო ციხე-კოშკი, რომელიც დაანგრიეს და 1841 წლის ხიდის მშენებლობისას გამოიყენეს ხიდის მარცხენა ნაპირის მისასვლელის კონტრფორსების მოსაწყობად.

   1926 წელს ზაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთდა ჯებირები, რის გამოც პომპეუსის ხიდი წყლით დაიფარა და მის მაგივრად დასავლეთით აშენდა ახალი რკინის სამ მალიანი ხიდი.

   თითქმის საუკუნეა ხიდი წყლითაა დაფარული და დღესდღეობით ამ უნიკალური ნაგებობის თაღი ჩამონგრევის საფრთხის წინაშე დგას.

      

10  

                           1. ერმაკოვი. მცხეთა - სადგურის დასახლება, ქართული სამხედრო გზა,                                 ფოსტის შენობა,  გზაჯვარედინი და ხიდი მდინარე მტკვარზე "პომპეუსის ხიდი"

 

13

2. ერმაკოვი. მცხეთა - ქართული სამხედრო გზა,

ხიდი მდინარე მტკვარზე "პომპეუსის ხიდი"

 

8859+++

3.  ერმაკოვი. მცხეთა - მდინარე მტკვარი და "პომპეუსის ხიდი".

ფოსტის გზა

 

8860+++

4. ერმაკოვი. მცხეთა - ქართული სამხედრო გზა, 

ხიდი მდინარე მტკვარზე "პომპეუსის ხიდი"

 

10554++

5. ერმაკოვი. მცხეთა - ქართული სამხედრო გზა, 

ხიდი მდინარე მტკვარზე "პომპეუსის ხიდი"

 

958449651

6. ერმაკოვი. მცხეთა - ქართული სამხედრო გზა, 

ხიდი მდინარე მტკვარზე "პომპეუსის ხიდი"

 

A-797-4

7. ერმაკოვი. მცხეთა - ქართული სამხედრო გზა, 

ხიდი მდინარე მტკვარზე "პომპეუსის ხიდი"

 

A-797-5

8. ერმაკოვი. მცხეთა - ქართული სამხედრო გზა,

ხიდი მდინარე მტკვარზე "პომპეუსის ხიდი". საერთო ხედი

 

 

Untitled

9. ერმაკოვი. მცხეთა - ქართული სამხედრო გზა, ფოსტის შენობა

ხიდი მდინარე მტკვარზე "პომპეუსის ხიდი".

 

Lyall_Robert,_Chap._XII_illustration

 

10. პომპეუსის ხიდი კოშკებით. რობერტ ლაიელის ჩანახატი. 1825 წ.

 

220px-Помпеев_мост_Мцхета_Никанора_Чернецова,_1832_год

11.პომპეუსის ხიდი კოშკით. ნიკანორ ჩერნიცოვის ფერწერა. 1832 წ.

 

сканирование0030

12. გზების გასაყარი სადგურის მოედანზე და პომპეუსის ხიდი ბაგინეთის მთიდან (ქვეყნდება პირველად).

მიხეილ მამულაშვილის არქივიდან.

 

ელენე ყიფიანი

25.07.2018 

დათვალიერება: 1939
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group