როგორ გადარჩა XXI საუკუნეში მცხეთა 3-ჯერ
18-7-2018

   ამ სტატიის გამოქვეყნება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო შედგა. სათაურიდანვე ჩანს თემის სიმძაფრე, თუმცაღა ჩემის მხრივ ავღნიშნავ, რომ მის  გაშლას ერთი სქელტანიანი წიგნი ჭირდება. მაქსიმალურად ვეცდები ლაკონურად გადმოგცეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

   1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში შევიდა ქალაქი მცხეთა. ამ პერიოდიდან იწყება სწორედ გენ-გემის შემუშავების მცდელობები, რომელიც სამწუხაროდ პირველ რიგში გარკვეული დაჯგუფებების ინტერესების სფეროში ექცეოდა და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობას ამოფარებით მუშავდებოდა ქალაქის ,,დამპყრობის“ სქემები.

   ბერნარ ბიზეს მცხეთის მასტერ პლანი (1997 წლის დეკემბერი) მაშინვე იქცა საბაზისო დოკუმენტად, რომელზეც  შემდეგ ,,იდეური ზედნაშენი“ ქართული მხარის ჩართულობით განხორციელდა.

   2002 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა ,,მემკვიდეობისა და ტურიზმის მასტერ გეგმა“. საბოლოო ანგარიშის დანართ ნაწილში შემოთავაზებული იყო ქალაქის მართვის მექანიზმი ,,პერიმეტრის მართვის უწყების“ მიერ, რომელიც რეალურად სააქციო საზოგადოებას წარმოადგენდა და უნდა ემართა ძველი მცხეთის ტურიზმი, მშენებლობები, კომუნალური მეურნეობა, ეწარმოებინა სარეკლამო და არქიტექტურული საქმიანობა და სხვ. აქვე ,,საჭიროების შემთხვევაში“ იყო ოფიციალურად შემოტანილი ქონების ჩამორთმევის - ექსპროპრიაციის ცნება.

   ამავე პერიოდში ქალაქი თავის მარწუხებში აქვს მოქცეული ,,მცხეთის აღორძინებისა და განვითარების ფონდს“, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით, პირდაპირი მიყიდვის წესის გამოყენებით, ,,ქალაქში ქალაქი” ხდება. ფონდის ხელმძღვანელს ბ-ნი გია შაიშმელაშვილს ამავე დროს საქართველოს პარლამენტში ეკავა ,,ურბანული განვითარების ქვეკომიტეტის“ თავჯდომარის პოსტი და მასტერ-გეგმის თანაავტორიც იყო.

 უმაღლეს სამთავრობო დონეზე შეთანხმებით, გეგმა დასამტკიცებლად გამზადდა და ,,დაელოდნენ“ საპარლამენტო არჩევნებს, რომლის საბოლოო პროდუქტი გახდა ე.წ. ,,ვარდების რევოლუცია“.

     გადავრჩით პირველად...

   გახსოვთ გადატრიალების შემდეგ როგორ განვითარდა ქვეყანაში პროცესები. ფონდს ჩამოერთვა მთელი ქონება და ბ-ნ გიას კი მიესაჯა პირობითი სასჯელი.

   ამის შემდეგ დაიწყო მცხეთის რეაბილიტაცია, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. მასშტაბური ადმინისტრაციული შენობების განთავსებამ სვეტიცხოვლის ტაძრის სიახლოვეს იუნესკოს მხრიდან აღქმული იქნა, როგორც ძეგლის ვიზუალური აღქმაზე გამუსწორებელი დარტყმა და  უკვე ახალი სახელწოდებით ,,მცხეთის ისტორიული ძეგლები“ შეტანილი იქნა ,,საფრთხის მყოფ ძეგლთა“ სიაში.

   ამ პერიოდშივე იწყება თაროზე შემოდებული ,,მასტერ-გეგმის“ გაცოცხლება. ბაგრატის ტაძრის სიიდან ამოღების ფონზე, იუნესკოსთან ვითარების გამოსასწორებლად საქმეში ისევ ბ-ნი გია ჩაერთო. იწყება კაპიტალური გადმოსასვლელი ხიდის პროექტისა და უკვე აშენებული შენობების ,,გაპრავების“ მცდელობა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თაოსნობით საკონსულტაციო ცენტრი ,,გეოგრაფიკი“ ქმნის ,,მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის გეგმას“, აღნიშნული დოკუმენტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერაც იქნა შესყიდული, თუმცაღა შეფარვით მასში ხვდება ,,მასტერ გეგმის“ ინგლისურენოვანი ვარიანტი. სასაცილოა მოტივაციაზე რომ ვიძახი,  მაგრამ ვფიქრობ მცხეთელები რომ არ გავცნობოდით. დოკუმენტი დაიდო 2012 წლის 29 სექტემბერს და

     გადავრჩით მეორედ...

  ამჯერად არჩევნების გზით მოსული ხელისუფლების პირობებში დადგა საკითხი, მოწესრიგებულიყო ძეგლთა დაცვის კუთხით ვითარება საქართველოში და უპირველეს ყოვლისა მცხეთაში. ზოგიერთ ,,ჭკუის კოლოფს“ გაახსენდა რომ ბ-ნი გია წინა მთავრობის მიერ იყო დასჯილი და მხოლოდ ის მოახერხებდა ვითარების შეცვლას. დაიწყო მუშაობა ახალი სახელწოდებით  -  ,,მცხეთის საყრდენ გეგმაზე“.

   იმის გამო, რომ გენერალური გეგმა თვითმმართველობის დასამტკიცებელია, გადაწყდა პროცესები სამართლებრივად არჩევნების მერე დაწყებულიყო. მართლაც არჩევნებიდან ორ თვეში გაფორმდა ხლეშეკრულება შ.პ.ს. ,,სალი 2011“-თან. ავანსცენაზე საკრებულოს პროტესტის მიუხედავათ ჩნდება ისევ ბ-ნი გია ,,მასტერ-პლანით“. უნდა აღინიშნოს რომ მოსახლეობის ზედმეტი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად თემიდან ამოღებული იქნა ქალაქის მართვის მექანიზმი.

   თუმცა ბევრს ემახსოვრება, თუ რამხელა იგნორირებისა და შესაბამისად მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა პროცესები. ამას დაემატა მორატორიუმის შემოღება (ყოფილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდი).

   საკრებულის სრული შემადგენლობის აზრი დოკუმენტის უვარგისობის შესახებ გაამყარა იუნესკოს მისიის დასკვნამ, რის მიხედვითაც იგი არადამაკაყოფილებლად იქნა ცნობილი. წესით ეს უნდა ყოფილიყო მესამე გადარჩენა, მაგრამ გადარჩენის მაგივრად მივიღეთ გაფართოვებული მორატორიუმი (პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი).

  დაიბადა ახალი აზრი  - გენ-გეგმის შექმნა სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილიყო და პროცედურების უზრუნველყოფა დაევალა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბ-ნ დიმიტრი ქუმსიშვილს.

   გუშინ სატელევიზიო გადაცემაში ვუსმინე ბ-ნი დიმიტრის ჩართვას, რომელშიც მან აღნიშნა, რომ უპასუხებდა ნებისმიერ საზოგადოებრივ კითხვას, ჰოდა ვსარგებლობ შემთხვევით და ვუსვამ კითხვებს (იმედია ხმას მოგვაწვდის):

   რატომ გაიწელა გენ-გემის შემუშავებისათვის პროცესები მთელი წელიწადი 10 მაისამდე?

  ხომ არ იყო ეს დამსჯელი ღონისძიება ადგილობრივი მთავრობასა და მოსახლეობასთან მიმართებაში?

   რატომ იყო ტენდერში გამარჯვებულის ვინაობის გამოვლენა დამთხვეულიყო ბაჰრეინში 24 ივლისი-4 ივნისს ჩატარებულ 42 მსოფლიო სესიას,  რაც შეიძლება აღქმული იყოს როგორც ამხანაგობა ,,აქოლისის“ ,,გაპრავების“ მცდელობა.

    რაც შეეხება ამხანაგობა ,,აქოლისს“, მის შემადგენელი 8 კომპონენტიანტიან ერთობის ბირთვს უკვე ნახსენები ,,გეოგრაფიკი“ და ,,სალი 2011“-ის ქვეკონტრაქტორი ,,ნიუ სითი დეველიპმენტი“ წარმოადგენენ. სამწუხაროდ პროცესების დასაწყისშივე გამოიკვეთა ადგილობრივი ხელუსუფლებისა და მოსახლეობის აზრის იგრორირების ტენდენცია.  მცხეთა აღმოჩნდა ავტომატურად გაგრძელებული  2 წლიანი მორატორიუმის საფრთხის წინაშე. უზარმაზარი დროისა და სახსრების (1 800 000 ლარი) ხარჯვის ფონზე მივიღებდით ,,ჩაკეტილ“ მცხეთას. ტურისტული პოტენციალი გადაინაცვლებდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. და ბოლოს,  რათქმა უნდა ახდებოდა მავანთა ნატვრა - ემართა ქალაქი თბილისის აგლომერაციის თუ განსაკუთრებული სტატუსის ეგიდით!

   აღშფოთებული მოსახლეობის მოთხოვნით შედგა შეხვედრა მუნიციპალიტეტის საქტო დარბაზში, სადაც ღიად იყო საუბარი ქალაქის წინაშე არსებულ საფრთხეებზე და იმაზე რაც იუნესკოს რეკომენდაციის იგნორირებას შეიძლება მოჰყვეს.

   გადამწყვეტი სიტყვა მცხეთის მაჟორიტარმა დებუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან წარმოთქვა. ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გაცხადებული იქნა სწორი გზავნილები, რომლებიც წინა სტატიებში შემოგთავაზეთ და ეხლა მხოლოდ მცირედით შემოვიფარგლები. პრემიერთან მიმართებით ითქვა: ,,გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ ეს საკითხი. მონაწილე მხარეებს, ყველას მიუჩინოთ თავისი ადგილი და არ მინდა,  ჩემი ეს  განცხადება, უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ, რაც მაქვს ეჭვი უშედეგოდ დასრულდება ისევ ეს პროცესი, მწარედ გასახსენებელი გახდეს“.

   ბატონ მამუკა ბახტაძის პასუხი: ,, მცხეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი ყველასთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისათვის და ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გენ-გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქალაქის მდგრად განვითარებას."

   მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტური მინისტრის ქალბატონ მაია ცქიტიშვილის ჩართულობა: ,,ნებისმიერი გენ-გეგმის შემუშავება მოხდება მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ასევე ექსპერტების. შევეცდებით, რომ უცხოელი ექსპერტებიც ჩავრთოთ ამ პროცესში და განსაკუთრებით როდესაც მცხეთის მემკვიდრეობის დაცვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, რათქმაუნდა, ჩართულები იქნებიან იუნესკოს ექსპერტებიც, როგორც საკონკურსო ეტაპზე, ასევე უშუალოდ გენ-გეგმის მიღება-ჩაბარების და განხილვის დროს”.

   ამ ფონზე სატენდერო კომისია აჩერებს ტენდერს. მოტივი -  სივრცითი მოწყობის მიმართულების ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადასვლა.

      გადავრჩით მესამედ!!!

  ადგილობრივმა სამთავრობო გუნდის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ახალი ცენტრალური მთავრობის ჯანსაღი ხედვები იმედია მალე აისახება მორატორიუმის შემსუბუქებაზეც.

   მაგრამ ეს ჩვენ ყველას თვითკმაყოფილებაში არ უნდა გვაგდებდეს.

   მასიურად მოსახლობის სახლებში და ეზოებში გამოთქმული უკმაყოფილება მცხეთის სამოქალაქო აქტივობას არ გამოხატავს. სწორედ ახლაა საზოგადოების კონსოლიდაცია საჭირო.

   მოსახლობამ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ მისი მომავალი საკუთარი ხელითაა შესაქმნელი. ამდენი და შეიძლება კიდევ უფრო მეტი ,,გადარჩენის“ ფონზე ვხედავ გარკვეული ჯგუფების სწორ აქტივობას, ადგილობრივი მთავრობისა და განსაკუთრებით დეპუტატის მოწადინებას, ცენტრალური მთავრობის ჯანსაღ მიდგომებს. ამ ყველაფერს ავსებს იუნესკოს უკანასკნელი სესიის ამონარიდი:

   ,, 3. აღიარებს იმ ძალისხევას, რომელიც მონაწილე სახელმწიფომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელების რეკომენდაციის შესრულებისათვის გასწია და მოუწოდებს მას გააქტიუროს პორცესებში მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მსოფლიო კულტურული მემკვიდეობის დაცვის მიმართებაში გააუმჯობესოს გადაწყვეტილებათა მიღების უწყებათაშორისი და ინსტიტუციონალური პროცესი”.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამაჩნია ღრმა რწმენა, რომ მცხეთა იქნება იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირსეული წევრი!

დათვალიერება: 1382
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group