პროექტი - ,,ძველი მცხეთის ფოტოარქივი
16-7-2018

   ურბანული დაგეგმარებისა და ისტორიულ-არქიტექტურული სამსახურის ეგიდით  დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება - ,,ძველი მცხეთის ფოტოარქივი".  პროექტის ხელმძღვანელია  განყოფილების ისტორიკოსი ბესიკ გარსევანიშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში შესაბამისი გამოცდილება და მდიდარი ფოტოარქივიც დაუგროვდა. რომ გაგაცნოთ ჩვენი აქტივობის არსი, გთავაზებთ ინტერვიუს მასთან.

 

37214907_2003815912984420_1411381868997115904_n

 

   საიდან იწყებს სათავეს თქვენს ხელთ არსებული ფოტოარქივის შეგროვება?

  2010 წელს მაშინდელი მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების სპეციალისტები ნატო იორდანიშვილილელა ერონდიდი და მე, მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელი, შევიკრიბეთ და ენთუზიაზმით დავიწყეთ ძველი ფოტოგრაფიების შეგროვება. ციფრული ფოტოარქივის შემადგენლობაშია ექსპონატები ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმიდან, ენათმეცნიერების მუზეუმიდან, ხელნაწერთა ინსტიტუტიდან, საკუთრივ მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალიდან და რამდენიმე კერძო მფლობელმაც გადმოგვცა.

   რა გაკეთდა ,,კოლექციის" პოპულარიზაციის მიზნით?

   2011 წელს, აღნიშნული ბაზიდან არჩეული სურათებით მოვაწყეთ გამოფენა "მცხეთა საუკუნეების მიჯნაზე (XIX-XX)" სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე საექსპოზიციო დარბაზში, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ სურათების ნაწილი მუზეუმის ძველი შენობის ფოიეში იყო გამოფენილი და ვიზიტორებიც არაერთ წუთს ატარებდენ მათ წინაშე. ჩვენი სამსახურის ორგანიზებით მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი გამოფენა,  დაძმობილებულ ქალაქ თრაკაიშიც გამოიფინა და მიღწეულ წარმატებაზე ჩვენი ინტერნეტგაზეთის საშუალებით უკვე იყო გაცხადებული. ამჟამად გამოფენა ჩვენი ცენტრის მისაღებშია მოწყობილი.

  

2026

დ. ერმაკოვი. მცხეთა, სვეტიცხოველი, ჯვარი, საერთო ხედი

 

   რა არის ახალი პროექტის დედააზრი და რის მიღწევას ვაპირებთ?

   მიხეილ მამულაშვილის მუზეუმისა და ოჯახის არქივის მდიდარმა მასალამ აჩვენა, თუ რამხელა ინფორმაციაა გამოსავლენი ჯერ მარტო მცხეთაში ამ მიმართულებით. საჭიროა არსებული მასალის ,,ქეისების" სახით დახარისხება და გამოქვეყნება. ასევე მუდმივ რეჟიმში მისი თანდათანობით შევსება, რათა მაქსიმალურად მოვიცვათ გაბნეული ფოტომასალა. ეს ყველას მემკვიდრეობაა, რომელსაც გაფრთხილება და თაობებისთვის შენარჩუნება ჭირდება. ამისთვის კი უნდა გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიები, რითაც შევაგროვებთ, დავიცავთ და ყველასთვის ხელმისაწვდომს გავხდით საინტერესო ინფორმაციას, რაც რეალურად მცხეთის უახლესი ისტორიის განუყოფელ ნაწილს შეადგენს.

   რა დახმარებაა ამისათვის საჭირო?

   ორგანიზაციას პროექტის განსახორციელებლად გაგვაჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ადამიანური რესურსი. საჭიროა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ისევე, როგორც მ. მამულაშვილის ოჯახმა, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი ვალი და ელექტრულ რეჟიმში გადასაყვანად გვათხოვონ ხელთ არსებული ძველი ფოტოგრაფიები. ეჭვი არ მეპარება რომ მცხეთაში ამ მიმართულებით ბევრი სიურპრიზი და აღმოჩენა გველოდება.

  მე როგორც თანამონაწილე, წარმატებას ვუსურვებ ბესოს წამოწყებაში და იმედი მაქვს მცხეთელების თანადგომის, ამ მეტად საჭირო საქმიანობაში.

   ელენე ყიფიანი

   16.07.2018 წ.

დათვალიერება: 534
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group