მცხეთის გენ-გეგმა, მორატორიუმი და წარმატებული გამოსვლა
15-7-2018

     გენ-გეგმის შემუშავებისა და მორატორიუმის ცვლილების პროცესებში მნიშვნელოვანი წინსვლაა.

    გუშინ, 14 ივლისი,ს პარლამენტის სხდომაზე  მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესთან და მიმდინარე მორატორიუმთან დაკავშირებით მიმართა. 

  კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე დიალოგის სრული სურათის შესაქმნელად, თანმიმდევრულად გთავაზობთ გამოსვლის ამონარიდებს:

      დიმიტრი ხუნდაძე:

   „მინდა თქვენი და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ერთ საკითხს, რომელიც წლებია მოუგვარებელია – საქმე ეხება ქალაქ მცხეთის და მისი მოსახლეობის განვითარების შეჩერებას. უკვე 3 წელია, ქალაქს და მის მოსახლეობას პრაქტიკულად მისჯილი აქვს მორატორიუმი, რაც კრძალავს ყოველგვარ სიახლეს, ხის დარგვასა და კომუნიკაციების გაყვანასაც კი.

 

safe_image

   

   მე არ ვსაუბრობ ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს წესები და ყველაფრის აშენება არ შეიძლება, მაგრამ სრული აკრძალვა არ არის საუკეთესო გამოსავალი. ეს იმ დროს, როცა ქალაქში ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა, სიკეთეებით მოსახლეობა ვერ სარგებლობს. მორატორიუმი 3 წელია გრძელედება იმის გამო, რომ თავი ვერ დაედგა გენგეგმის შემუშავებას, შესაძლებელია,  სასჯელი  კიდევ 2 წელი გაგრძელდება.

   მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესი მიდის არასწორად, თანხები და დრო იხარჯება ფუჭად, იგნორირებულია ქალაქის, თვითმმართველობისა და მოსახლეობის ინტერესები. გადაწყვეტილებები ამ კუთხით მიიღება პირადი ინტერესებისა და გავლენებიდან გამომდინარე. მე შევამჩნიე თქვენი პრინციპული დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ ეს საკითხი. მონაწილე მხარეებს, ყველას მიუჩინოთ თავისი ადგილი და არ მინდა,  ჩემი ეს  განცხადება, უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ, რაც მაქვს ეჭვი უშედეგოდ დასრულდება ისევ ეს პროცესი, მწარედ გასახსენებელი გახდეს“.

 

images

 

     მამუკა ბახტაძე:

   ,,რაც შეეხება მცხეთის განვითარებას, იცით რომ მუშაობა მიმდინარეობს გენ-გეგმაზე. მცხეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი ყველასთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისათვის და ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გენ-გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქალაქის მდგრად განვითარებას."

 

safe_image (1)

 

          მაია ცქიტიშვილი:

      ,,ნებისმიერი გენ-გეგმის შემუშავება მოხდება მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ასევე ექსპერტების. შევეცდებით, რომ უცხოელი ექსპერტებიც ჩავრთოთ ამ პროცესში და განსაკუთრებით როდესაც მცხეთის მემკვიდრეობის დაცვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, რათქმაუნდა, ჩართულები იქნებიან იუნესკოს ექსპერტებიც, როგორც საკონკურსო ეტაპზე, ასევე უშუალოდ გენ-გეგმის მიღება-ჩაბარების და განხილვის დროს. რაც შეეხება მორატორიუმს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მორატორიუმი გამოყენებული იყო იმისათვის, რომ მცხეთა ქაოსური განაშენიანებისაგან დაგვეცვა. იუნესკოსი ორი დელეგაცია იყო ძეგლთადაცვის სამინისტროსი. შესაბამისად ამის შედეგად იგეგმება მორატორიუმის პირობების შეცვლა. მორატორიუმის პირობები უნდა სეიცვალოს ისე, რომ მცხეთაში ცხოვრება მოსახლეობისათვის უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე გენ-გემა არ დასრულდება.

 

      თუ გავაანალიზებთ დიალოგის, დავასკვნით შემდეგს:

     1. მცხეთის გენ-გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით;

     2. პროცესებში ჩაერთვება იუნესკოს ექსპერტები, რაც მისი საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისობას  და პროცესების გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს;

        3. გენ-გეგმის დასრულებამდე უნდა მოხდეს მორატორიუმის პირობების გადახედვა.

    ჩემი აზრით, აღნიშნული არის ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევა. ექსპერტის სტატუსით გენ-გეგმის შემუშავების პროცესებში მონაწილე, ვიტყოდი რომ, ფაქტობრივად ადგილობრივი მოსახლეობა და მთავრობა ვრჩებოდით სრულ იგნორირების რეჟიმში და მორატორიუმიც მინიმუმ 2 წელი გაგრძელდებოდა.

   პირადად მინდა მოვუხადო მადლობა ბ-ნ დიმიტრი ხუნდაძეს, იმ ძალისხმევისათვის, რომელიც პირადად მან აქამდე არაერთგზის განახორციელა. გუშინდელი პრინციპული გამოსვლაც მეტად დროული და შეიძლება ითქვას გადამწყვეტიც კი იყო.

   ადგილობრივ მოსახლეობას კი მოვუწოდებ გამოვიყენოთ ეს წარმატება და ჩავერთოთ გენერალური გეგმის სახით მცხეთის მომავლის შემუშავებაში. წინ მდგარი სირთულეები ერთად უნდა დავძლიოთ!

 

 

  

 

დათვალიერება: 2594
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group