მამულაშვილის ბაღის ახალი ყვავილობა
02-7-2018

  დღეს 2 ივლისს, ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ცენტრის“ დირექტორ რევაზ მამულაშვილსა და ,,მამულაშვილების“ ბაღის მფლობელ მიხეილ მამულაშვილს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

 

IMG_0409

 

  შეთანხმება ითვალისწინებს ორგანიზაციული და ტექნიკური დახმარების გაწევას დიდი მიხეილის ბაღის რეაბილიტაციის საკითხში.

  აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ სოციალისტური ეპოქიდან მოყოლებული, პერმანენტულად განიხილებოდა  რესტავრირებისა და მუზეუმის განახლების საკითხები, თუმცა სამწუხაროდ, ამდენი ხნის მანძილზე თითქმის არაფერი არ განხორციელებულა. შენობის მდგომარეობა კი დროთა განმავლობაში საგანგაშო ნიშნულამდე მივიდა.

 

IMG_0350

 

 

  ქალაქის მერის, ბატონ გიორგი კაპანაძის უშუალო ჩართულობით, გადაწყდა რომ გატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები ბაღის რეაბილიტაციის კონკრეტული ქმედების დაწყებამდე.

  ამ მიმართულებით,  ოჯახის თანამონაწილეობით, ცენტრმა დაიწყო არსებული საარქივო მასალის აღრიცხვა და მისი ციფრულ რეჟიმში გადაყვანა. უდავოა, რომ საქმე გვაქვს მცხეთის ისტორიის ჯერ კიდევ უცნობ ფურცლებთან, რომელსაც ინტერნეტ-გაზეთის მეშვეობით დაინტერესებულ მკითხველს აუცილებლად გავაცნობთ.

 

IMG_0458

 

 

  საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა რეაბილიტაციის პროექტის შესაქმნელად.

  ცენტრი ასევე ითანამშრომლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა მოზიდული იქნას ინვესტიციები ბაღის განახლებისათვის და მუზეუმის გახნისათვის.

 

сканирование0004

 ივანე ჯავახიშვილის სამადლობელო წერილი  

 

сканирование0005

მიხეილის მიერ უნვერსიტეტისთვის საჩუქრად გადაცემული შოთა რუსთაველის სურათი

 

  აღსანიშნავია, რომ 2023 წელს აღინიშნება მიხეილ მამულაშვილის დაბადების 150 წელი, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით, ეროვნული მაშტაბით წარმატებულად უნდა განვახორციელოთ.

     ელენე ყიფიანი

      02.07.2018

დათვალიერება: 2488
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group