დასუფთავების აქცია
11-5-2018

  ა.ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა“, თავისი საწესდებო მიზნების ფარგლებში აქცია გამართა.

 

IMG_7089

 

  კერძოდ,  დასუფთავდა მცხეთის რკინიგზის სადგურთან,  მთა ქართლის ჩრდ. ციცაბო კლდის ძირას არსებული აკლდამა და მასთან მისასვლელი გზა.

 

IMG_7282

  

 

  აქცია შემეცნებით ხასიათს ატარებდა. მონაწილეებს მცირე ექსკურსია ისტორიისა და არქეოლოგიური მონაპოვრის ირგვლივ  ჩაგვიტარა ,,დიდი მცხეთის არქეოლოგიური ნაკრძალის“ დირექტორმა, ბატონ  ნიკოლოზ მაისურაშვილმა.

 

akl 1

 

 როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ,,მცხეთის აკლდამა წარმოადგენს გვიანდელი ანტიკური ხანის არქიტექტურულ  და არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც აღმოჩენილია 1951 წელს.

 აკლდამა ერთსენაკიანი, სწორკუთხა ნაგებობაა. აგებულია ქვატეხილით. ორფერდა სახურავი  გადახურულია მცხეთური ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარისებრი ქიმიანი კრამიტით. კარი ამოქოლილი იყო მასიური ლოდით. მცხეთის აკლდამა მსგავსებას ავლენს ხმელთაშუაზღვის საკულტო ძეგლებთან.

  მცხეთის აკლდამაში აღმოაჩინეს ქალისა და ბავშვის ძვლები, ხის სარკოფაგის ფიცრებისა და ლითონის ნაწილები. სამარხი გაძარცულია და როგორც ჩანს, მასში შეღწევა მოხდა სახურავიდან, რასაც დაზიანებები ადასტურებს. თუმცა აღმოჩენილია, მძარცველებს გადარჩენილი მდიდრული სამარხეული ნივთები: მათ შორის, ნახევრად ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს აბზინდა.

  როგორც ჩანს, აკლდამა ეკუთვნოდა ანტიკური მაღალი იერარქების ოჯახს“.

 აქვე აღინიშნა რომ, ტურისტულ მარშრუტებში ძეგლის სრულფასოვანი ჩართვისათვის საჭიროა საინფორმაციო ბანერების განთავსება. ასევე გადახურულ სივრცეში აღმოჩენილი ნივთების დუბლიკატების გამოფენა, რაც უფრო საინტერესოს და აღქმადს გახდის ძეგლის ისტორიულ ღირებულებას.

 მცხეთის მუნიციპალიტეტის, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ტურიზმის ეროვნულ დეპარტამენტს შორის დადებული სამხრივი მემორანდუმის ფარგლებში, დაიგეგმა ძეგლის წარმოჩინების მიზნით, ძეგლის რეაბილიტაციის ერთობლივი პროექტის შემუშავება.

  ორგანიზაცია ასევე აპირებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გააგრძელოს მსგავსი ღონისძიებები, რაც წაადგება, როგორც საკუთრივ ძეგლის ფიზიკურ მდგომარეობას, ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით გაადვილებს მასთან მისვლას და სრულყოფილად აღქმას.

 

IMG_7450  

დათვალიერება: 846
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group