მეგობრობის ახალი ხიდი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბატონ გიორგი კაპანაძის თანხმობით, დამტკიცებული იქნა ორგანიზაციის სიმბოლიკა.
აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა ინტერნეტგამოკითხვით დანარჩენ 5 ნამუშევარს შორის. კონცეფციის ავტორია იონა ნიკოლაიშვილი, რისთვისაც ორგანიზაციის სახელით მადლობას მოვახსენებთ.
სიმბოლიკაში არსებული ძირითადი აზრობრივი დატვირთვის წარმოჩინების მიზნით, ნამუშევარზე განხორციელდა მცირედი ვიზუალური ცვლილებები, რის შემდეგაც დამუშავებული სახით წარედგინა დამფუძნებელს შესათანხმებლად.
იმედია, მკითხველი ჯეროვნად შეაფასებს სიმბოლიკის ჩადებულ არსს და მოგვიწონებს ამ ახალ ინიციატივას.