დასაქმების ახალი ტალღა
04-5-2018

  ა.(ა). ი. პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის" მიერ შემუშავებულია პილოტპროექტი ,,სვეტიცხოვლის კარიბჭე". იგი ტაძრის შესასვლელთან არსებული სივრცის ვიზუალურ მოწესრიგებასთან ერთად ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებისაკენ მიმართული კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. პროექტის არსით დაინტერესებული პირებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ მას ინტერნეტგვერდის ახალ განყოფილება ,,პროექტებში" გამოქვეყნებული ახალი სტატიის სახით..

 

2

 

  რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას, პირველ რიგში, ორგანიზაცია თანამშრომლობისათვის ვიწვევთ  გიდობის მსურველ პიროვნებებს. ექსკურსიის კომპეტენტურად ჩატარებისათვის პრეტენდენტები უნდა ფლობდნენ ერთ ან მეტ უცხოურ ენას. კომისიურად შერჩევისა და გადამზადების გავლის შემდეგ, სერტიფიცირებული გიდები საქმიანობას შეუდგებიან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

  7 მაისიდან ასევე დაიწყება თანამშრომლობის განხორციელება გადამზიდავებთან, კერძოდ, ქალაქში არსებულ ტაქსის და საწყალოსნო ტრანსპორტის მფლობელებთან. ამ შემთხვევაშიც, კომისიურად იქნება შერჩეული ის მძღოლები, რომლებიც ფლობენ სულ მცირე ერთ უცხოურ ენას და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და უნარ-ჩვევები.

  რაც შეეხება ტურიზმის ინფრასტრუქტურის ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს, როგორიცაა სასტუმროები და საზ-კვების ობიექტები, ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ მთელი კვირის განმავლობაში, მათი განთავსების ადგილებში, არსებული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების პარამეტრების გაცნობის მიზნით, მოხდება შეხვედრები მეპატრონეებთან.

  ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მსურველ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ საქმიანობისათვის საჭირო პარამეტრებს,  გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები.

  აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგცემს რამდენიმე მიმართულებით მივაღწიოთ დადებით ეფექტს:

  უნდა გაიზარდოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა, რაც შესაბამისად, დადებითად აისახება მოსახლეობის სოც-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

  ვიზიტორები მიიღებენ ხარისხიან, უსაფრთხო და ფინანსურად რეალისტურ მომსახურებას;

  ორგანიზაცია თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მომსახურების მიწოდებისათვის მიიღებს მცირედ, მაგრამ სტაბილურ შემოსავალს. ფინანსური შემოსავალი, ერთად აღებული, უკვე მოგვცემს საშუალებას დავზოგოთ საბიუჯეტო სახსრები და თვითდაფინანსებაზე აქცენტით მოვახდინოთ ორგანიზაციული ზრდა და ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. 

 

3

 

  ასე რომ, ველოდებით მოსახლეობასთან და იურიდიული პირებთან კონტაქტის დამყარებას და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებების  გაფორმებას. 

  მსურვილებმა დასაკავშირებლად მოგვმართეთ:

ელექტრული მისამართი -  Bagineti@mail.ru ,

Tel - 251-35-44; 251-21-28;

მისამართი: ქალაქ მცხეთა, მამულაშვილის 12 ა- ში (მე-2 სართული), ან არსუკიძის 3.

  

  

დათვალიერება: 1286
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group