ძეგლის სტატუსი მოდერნიზმის ნიმუშს
03-5-2018

  უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბატონ დავით ლომიტაშვილის 2018 წლის 24 აპრილის №2/18 ბრძანებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდაში მდებარე ავტობუსის გაჩერებას (ს/კ 72.09.49.217 – მომიჯნავედ) მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

 

qanda

 

  პავილიონი წარმოადგენს XX საუკუნის 70-იანი წლების საბჭოთა მოდერნიზმის არქიტექტურის ნიმუშს.

 

qanda 1

 

  ჩვენის მხრივ ავღნიშნავთ, რომ აღნიშნული შენობა საჭიროებს კომპეტენტურ  რესტავრაციას, რათა ძეგლმა არ დაკარგოს ავთენტურობა. ამისათვის საჭიროა სამშენებლო  დოკუმენტაციის მოძიება და ავტორის დადგენა.

  მცხეთის მუნიციპალიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე დაყრდნობით, ერთობლივად უნდა განისაზღვროს შენობის სწორი ფუნქციონალური დატვირთვა, რათა არქიტექტურული ნიმუში პასუხობდეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებასაც. 

დათვალიერება: 443
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group