მონაწილეობა ტურისტულ გამოფენაზე
15-4-2018

  ამა წლის 12-14 აპრილს, გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Caucasus Tourism Fair – CTF’18.

 

30652297_1759641997415841_7466019466854268928_n

 

  გამოფენაში 7 ქვეყნიდან -  საქართველოდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან, 100-მდე მონაწილე იყო  წარმოდგენილი. საკუთარი პროდუქციის და მომსახურების პრეზენტირება მოაწყვეს ტურისტულმა ორგანიზაციებმა და კომპლექსებმა, გართობისა და დასვენების ფირმებმა, სატრანსპორტო კომპანიებმა.

 აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში 2000 წლიდან მონაწილეობს ა(ა)იპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრიც“ .

 

30652472_1759642290749145_7818800534290169856_n  

 

   გამოფენის მიზანი იყო საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეუწყობა, შიდა ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაცია,  სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარების სტიმულირება.

   ერთ სივრცეში თავმოუყრილმა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებმა გამართეს შეხვედრები დარგით დაინტერესებული ვიზიტორებთან, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კორპორატიული ტურიზმის მომხმარებლებთან.

 

30711975_10214880719387512_8433081299723354112_n

 

  ტურისტული გამოფენის ფარგლებში, მცხეთის არქეოლოგიურ ძეგლებზე პრეზენტაცია გამართეს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის გიდებმა შ.ხეცურიანმა და ე. კურტანიძემ, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია დამთვალიერებელთა მხრიდან.

 

30697904_1221717124598139_8860671300067131392_n

 

  მცხეთა-მთიანეთის სტენდს მრავალი პიროვნება და ორგანიზაცია ეწვია. გამოფენამ საშუალება მოგვცა ბევრი საინტერესო აქტიობა დაგვეგეგმა, რომლის რეალიზებასაც წლის განმავლობაში მოვახდენთ.

 

30689052_10214873382164086_2849952513065484288_n

 

 

 

დათვალიერება: 442
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group