ცხადდება კონკურსი ორგანიზაციის სიმბოლიკაზე
30-3-2018

  მესამე თვე სრულდება ჩვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბებიდან. ამ ხნის მანძილზე, მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა. დაიწყო კვარტალური გეგმის მიხედვით, კონკრეტული პროექტების განხორციელება. დღის წესრიგში დადგა შეიქმნას საკუთარი სიმბოლიკა - კერძოდ გერბი.

  რაც შეეხება ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას ამ საკითხებში, მოკლედ შეიძლება მოყვანილი იქნას შემდეგი მაგალითები:

 მსოფლიო მემკვიდეობოს ნუსხაში შეტანილ ადგილებზე დასაშვებია გამოყენებული იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ემბლემა და წარწერა. ემბლემა, რომელიც შექმნილია მიშელ ოლიფის მიერ, ,,სიმბოლურად ასახავს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ურთიერთდამოკიდებულებას: ცენტრალური კვადრატი წარმოადგენს ადამიანის მიერ შექმნილ ფორმას, ხოლო წრე განასახიერებს ბუნებას. ეს ორი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ემბლემა მრგვალია, როგორც დედამიწა, მაგრამ ამავდროულად წარმოადგენს დაცვის სიმბოლოს“.

 

csm_unesco-reunion_47e7c77e4c

 

  საკუთარი ემბლემები გააჩნიათ, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორ ორგანიზაციებს - საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ  სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ  ადმინისტრაციას.

 

logo              logo1

 

 

  შესაბამისად, სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას,  მიზანშეწონილია ა.ა.ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრს“ ჰქონდეს საკუთარი სიმბოლიკა. 

   აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაცხადებთ კონკურსს გერბის შემუშავებაზე.

  იგი უნდა პასუხობდეს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს და ასახავდეს მცხეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების სინთეზს.

  კონკურსის ვადა 12 აპრილამდეა.  ესკიზები გამოქვეყნებული იქნება ინტერნეტგაზეთის გვერდზე. გამოკითხვის ფანჯარის მეშვეობით გამოვლინდება გამარჯვებული.

  წარმატებული პროექტის ავტორი ორგანიზაციის მიერ დასაჩუქრდება ტურისტული პაკეტით 4 ადანმიანზე, რომელშიც შედის გიდის მომსახურება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე, ელექტრომობილით მოძრაობა და მტკვარზე გასეირნება საწყალოსნო ტრანსპორტით.

  მაშ ასე, ველით თქვენს ესკიზებს, რომლებიც შეიძლება შემოგვთავაზოთ ელ.ფოსტა Bagineti@mail.ru-ზე ან ჩვენს ფეისბუქგვერდზე.

დათვალიერება: 695
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group