თრაკაის დღიური
06-3-2018

 

  ძნელია ერთ სტატიაში გადმოსცე იმდენი ინფორმაცია და დადებითი განცდები, რაც დღეს მივიღეთ. მაქსიმალურად ვეცდები ვიყო  ლაკონური და თან  რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს,

  ჩვენი მასპინძლის, თრაკაის მუნიციპალიტეტის მერის, ქ-ნ ედიტა რუდელაინესთან შეხვედრისას, რომელსაც პოლონეთი ქალაქ გიზიჩკოს მერი  მარეკ იასუდოვსკიც ესწრებოდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ეგრეთწოდებული ,,ურთიერთთანამშრომლობის სამკუთხედის“ ფარგლებში შეიძლება განვახორციელოთ. დაიგეგმა კონკრეტულ პროექტების შემუშავება, რომელიც სამივე ქალაქზე აისახება.

 

IMG_3278

 ,,მეგობრობის სამკუთხედი"

 

  კმაყოფილები მიღწეული პროცესების სწორი მენეჯმენტით, ჩავდივართ  ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში, სადაც ჩვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილი ,,ძველი და ახალი მცხეთის ფოტოგამოფენა“ არის პრეზენტირებული. ვისაუბრეთ რა მცხეთის მდიდარი ისტორიისს შესახებ, მსმენელმა ასევე მიიღო ინფორმაცია იმ მეგაპროექტების შესახებ, რომელიც მცხეთაში შესრულდა ან დამთავრების პროცესშია. გამოფენამ დიდი მოწენება დაიმსახურა, რაც დასმული კითხვების რაოდენობითაც შეიძლება შევაფასოთ.

 

 28536520_1617839428307061_1723697247_n 28536741_1617843198306684_1223827335_n

გამოფენა და სამი ქალაქის წარმომადგენლობა

 

 

  მერიაში მეგობრული დახვედრის შემდგომ, მივდივართ ადგილობრივი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, სადაც ვეცნობით ამ სფეროში თრაკაის მდიდარ გამოცდილებას. უნდა აღინიშნოს რომ ის სტრატეგია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს ნამდვილად მისაბაძია.

 

 IMG_3285 IMG_3299

 

თრაკაის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი

 

  აქვე ვეცნობით ადგილობრივი ნაწარმის გამოფენას და ხელსაქმის მინისაამქროს, რომელიც შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. ჩანს, თუ რამხელა ხელშეწყობით იქმნება ადგილზე ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შემდეგ გარევაჭრობის დახლებზე ხვდება და ამაში რა როლი მიუძღვის ადგილობრივ ხელისუფლებას.

 

IMG_3308  IMG_3328

ხელსაქმის ცენტრი

 

  ვინაცვლებთ რუდიშკეს თემში, სადაც ჩვენი რწმუნებულის ინსტიტუტის ადექვატური ,,სტაროსტას“ მართველობა მოქმედებს და ვხვდებით მის წარმომადგენელს. პირველ სართულზე განთავსებულია კულტურის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელობა ,,მინი შოუსაც“ გვთავაზობს. ქართული პოლიხმოვანების პატრონებისათვის განსაკუთრებით მომხიბლავია ახალგაზრდა შემსრულებლები მიერ ნამღერი ლიტვური მოტივები. 

  შენობის მეორე სართულზე განლაგებულია ბიბლიოთეკა, რომელიც თავისი თანამედროვე მიდგომებით და ტექნოლოგიური აღჭურვილებით ნამდევილად ,,ქოფი-ფეისთს’ საჭიროებს.

 

IMG_3369  IMG_3373

რუდიშკეს კულტურის სახლსა და ბიბლიოთეკაში

 

  ამის შემდგომ ვუბრუნდებით თრაკაის შემოსასვლელს, სადაც მუნიციპალური წყლის კომპანიაა განთავსებული. მაღალტექნოლოგოირი საწარმო სანიტარული ნორმების შესაშური დაცვით, წარმატებულად ემსახურება ქალაქსა და მის შემოგარენს. ქალაქის ბიუჯეტით ინვესტირებული საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ინოვაციებით. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბ-ნი გიორგის განცხადებით, რეალიზებული პროექტი ნამდვილად საჭიროებს გამოცდილების გაზიარების  კუთხით კარგად შესწავლას.

 

IMG_3430

გვმასპინძლობს თრაკაის წყლის კომპანიის ხელმძღვანელი

 

IMG_3438

სატუმბ სადგურში

 

  ვინაცვლებთ ძველ თრაკაიში, სადაც პოლონური სკოლა ფუნქციონირებს. საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი თუ პირველკლასელთა ფლიგელი, ყველაფერი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი.

 

IMG_3490  IMG_3492

პოლონურ სკოლაში

 

  დატვირთულ დღეს ვამთავრებთ ღვისმშობლის  სახელობის კათოლიკური ტაძრის მონახულებით. მიუხედავათ იმისა, რომ ქრისტიანობა ქვეყანამ XIII საუკუნეში მიიღო აქაც იგრძნობა, თუ როგორი რწმენით იზიარებენ ლიტველები ღვთისმშობლის მადლს, რაც ჩვენ თავისმხრივ საქართველოს გვაგონებს.

 

IMG_3473

 ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკა

 

  შეიძლება დროს ვუსწრებ, მაგრამ ჩემის მხრივ ავღნიშნავ - ვიზიტი წარმატებულია, უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ თანამრომლობა შედგა.

  დასასრულს, როგორც ბატონმა გიორგიმ  და ქალბატონმა ედიტამ ერთოლივად აღნიშნეს, ,,წინ გველოდება ახალი ეტაპი ჩვენი მეგობრობის გაღრმავებისა, რომელიც აუცილებლად წარმატებით  აისახება  მუნიციპალიტეტის მაცხოვრევლებზე“.

 

 

 

 

დათვალიერება: 1148
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group