საერთო საზრუნავი - ტურიზმის განვითარება
02-3-2018

  დღეს, 2 მარტს, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო  ინსტიტუტსა და ა.(ა).ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრს შორის“.

 

IMG_2927

 

  მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული აქტივობების განხორციელება. კერძოდ, სტუდენტებს მიეცემათ სასწავლო პროცესის ფარგლებში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებები ცენტრთან არსებულ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში. თავის მხრივ, კვალიფიცირებული კადრები გამოადგება საქართველოში მოქმედ ტურისტულ ინდუსტრიას, რაც თავის მხრივ წაადგება მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩინებასა და ეკონომიკის  პოტენციალის გაზრდას.

  ცენტრის ხელმძღვანელმა რევაზ მამულაშვილმა მადლობა გადაუხადა ტურიზმის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს, ქ-ნ ლალი რევიას თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის და აღნიშნა, რომ მცხეთაში აღნიშნული ინსტიტუტი პოპულარობით სარგებლობს და ბევრი ადგილობრივი მოსახლე არის მისი კურსდამთავრებული. რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდეცია გაგრძელდეს. ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობამ უნდა მიიღოს შესაბამისი განათლება, რათა კვალიფიცირებულად წავრსდგეთ ვიზიტორთა წინაშე. ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის კომპეტენტურად წარმოჩინება პირდაპირ აისახება ტურისტის სურვილზე, რეკომენდაცია გაუწიოს თავის ქვეყანაში გარშემო წრეს საქართველოს მონახულებისათვის. ამავე დროს აღინიშნა, რომ ეს არის ის სფერო, რომელიც უზრუნველყოფს ახლგაზრდობის დასაქმებას და საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ შემოდინებას.

  თავის მხრივ  ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო  ინსტიტუტის“   დეკანმა,  პროფესორმა  ბ-ნმა გელა ადამაშვილმა მადლობა მოიხადა თანამშრომლობის დამყარებისათვის და აღნიშნა, რომ საერთო მიდგომები რეალურად გაზრდის, როგორც მცხეთის ტურიზმის, ისე ინსტიტუტის პოტენციალს.

დათვალიერება: 760
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group