ახალი პროექტი - ახალი მემორანდუმი
01-3-2018

 

  ა.(ა).ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა“ დაიწყო ახალი პროექტ - ,,ისტორიული მცხეთის მიწათსარგებლობის პასპორტი“-ს განხორციელება. იგი მიზნად ისახავს აღიცხულ და სისტემატიზირებული იქნას ყველა შენობა და ნაკვეთი საკადასტრო,  სამშენებლო და ვიზუალური მონაცემებით, რომელიც ისტორიული მცხეთის პერიმეტრში მდებარეობს.

  ახლო წარსულში, სოციალისტურ ეპოქაში,  ტექ-ბიურო ყოველ ათწლეულში ახდენდა ტექნიკური სახის ინფორმაციის განახლება-შეგროვებას. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვანი იყო მიწათსარგებლობის და განაშენიანების პარამეტრების დასადგენად.

  დღეის მდგომარეობით,  იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის განყოფილების რეკომენდაციით, საჭიროა შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაზისური რუკა, რომლის შემადგენელი ძირითადი ნაწილი სწორედ ,,ისტორიული მცხეთის მიწათსარგებლობის პასპორტის“ პროექტი  იქნება.

  პასპორტიზაციის ფარგლებში, უნდა მოხდეს შენობების ნუმერაცია, მისი საკადასტრო კოდისა და მფლობელის განსაზღვრა. დადგენა, თუ როდის და რა მასალით აშენდა შენობა, სახურავი. დაფიქსირდეს მისი სართულიანობა და სხვა. მოხდება ფოტოარქივის შექმნაც.

პროექტს ხელმძღვანელობს კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი  ქ-ნი მარიამ თათარაშვილი.

  მოგახსენებთ, რომ 2017 წელს, გეოფიზიკის ინსტიტუტის საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს ,,სეისმური საშიშროებისა და ბუნებრივი კატასრტოფების ცენტრის“ ხელმძღვანელი, დოქტორი ქ-ნი ნინო წერეთელი. უკვე განხორციელდა მონაცემთა შეგროვება ქ.მცხეთის ტერიტორიზე, რომელიც მიზნად ისახავს სეისმური პარამეტრების კვლევასა და მის განსაზღვრას.

  ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს 2018 წლის 1 მარტს, ხელი მოეწერა   ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ერთის მხრივ გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის, ბატონ ნუგზარ ღლონტსა და ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის რევაზ მამულაშვილს შორის. მემორანდუმის პირობებით მოხდება კომპეტენტური დახმარების გაწევა აღნიშნული ინსტიტურის მხრიდან, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს ქალაქს გენ-გეგმის შემუშავებას.

 

IMG_8472

მემორანდუმის ხელმოწერა

 

  მოსახლეობას ვთხოვთ, ხელი შეუწყონ აღნიშნული პროექტის განხორციელებას და მისცენ საშუალება პროექტზე მომუშავე ჯგუფს სათანადოდ შეასრულონ დაგეგმილი სამუშაოები.

  პასპორტიზაცია იწყება ,,სადგურის (ქართის) უბნიდან“ და შემდგომ მოიცავს მთელ ქალაქს. პროექტის განხორციელება მოგვცემს საშუალებას, მცხეთის გენერალურ  გეგმაში კომპეტენტურად ავსახოთ არსებული მონაცემები, რითაც ასევე დავაჩქარებთ მის დამუშავების პროცესს.

  წინასწარ გამოვხატავთ  მადლობას თანამშროლობისა და დახმარებისათვის. ასევე მოგმართავს ძვირფას მცხეთელებს, ვისაც მოგეპოვებათ ძველი მცხეთის და მისი მოსახლეობის სურათები, მოგვცეთ საშუალება, ადგილზევე მოვახდინოთ მათი კოპირება, რათა შევინარჩუნოთ ფოტომემკვიდრეობა.

დათვალიერება: 840
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group